სამეგრელოში ტრაილერის მძღოლის 29 კონტაქტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის  მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სულ 94 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, აქედან 29 ე.წ. ტრაილერის კლასტერის კონტაქტებს ეკუთვნოდა,  94-ვე პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

მათივე ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, ამ დროისთვის 71 პირი იმყოფება.

გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 227 პირია თვითიზოლაციაში, ხოლო თვითიზოლაციის ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 920 პირს მოეხსნა.

19 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში  გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, ე.წ.  საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის სამი პირი  დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები