გორის სამხედრო ჰოსპიტალს „ლომების კლუბმა” სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
გორის სამხედრო ჰოსპიტალს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ლომების კლუბმა“ (Lions Clubs) სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. „ლომების კლუბის“ გორის ოფისის წარმომადგენელმა კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციულ ღონისძიებებში სამხედრო ჰოსპიტლის როლი ხაზგასმით აღნიშნა და სამედიცინო პერსონალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
“12000 ლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა რესპირატორებს, ინფრაწითელ უკონტაქტო თერმომეტრებს, სადეზინფექციო და სხვადასხვა სახის პერსონალური დაცვის საშუალებებს მოიცავს”, – ნათქვამია ჰოსპიტლის განცხადებაში.
ამერიკული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია – „ლომების კლუბი” საქართველოში 2013 წლიდან მოღვაწეობს და სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობს.