ქუთაისში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას”კლინიკის მთავარმა ექიმმა განუცხადა.
“დღეს გავწერეთ ერთი პაციენტი, კლინიკაში რჩება ერთი”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.
ცნობისთვის, კლინიკას, ჯამურად, 39 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.
შეგახსენებთ, იმერეთის მასშტაბით კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი რჩება, ერთი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, მეორე კი – საჩხერის სამედიცინო ცენტრში, რომელსაც Covid19 განმეორებით დაუდგინა, დაავადება მან რამდენიმე კვირის წინ დაამარცხა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სიპტომების განმეორებისას კი ტესტმა ისევ დადებითი პასუხი აჩვენა.