“PSP ჯგუფმა ” დმანისის მერიას სამედიცინნო ინვენტარი გადასცა
კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის მიზნით, „PSP ჯგუფმა“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად 11 დისტანციური მულტი-ფუნქციური თერმომეტრი,100 ცალი სწრაფი ტესტი და 2 000 ცალი სამშრიანი პირბადე გადასცა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციისთვის, აღნიშნულ სამედიცინო ინვენტარს მოსახლეობის გამოსაკვლევად აქტიურად იყენებს.
“დმანისის მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის და დმანისის მოსახლეობის სახელით მადლობას უხდის PSP – ჯგუფს და მის ხელმძღვანელს ვაჟა ოქრიაშვილს, დმანისელებზე ზრუნვისათვის ” , – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა.