სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ასფალტირებული გზის დაგება დასრულდა
ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრიდან სოფელ ქვედა ჩხოროწყუსა და ოჩხომურის უბნის გავლით, სოფელ ლესიჭინემდე, 7 კმ. მანძილზე საავტომობილო გზა ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტირდა .
როგორც “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, გზის გასწვრივ სანიაღვრე არხებისა და მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე – გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – კობა ჯიქიასთან ერთად, ადგილზე გაეცნენ.
“სამუშაოები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 3 5000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.