ბიტუმის მწარმოებელ საწარმო “რუსთავოილში” 30 მილიონის ინვესტიცია განხორციელდება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა სს ,,რუსთავოილში” ბიტუმის წარმოების პროცესს გაეცნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქარხანას ,,აწარმოე საქართველოს’’ პროგრამის ფარგლებში 585 726 ლარად შეფასებული მიწის ფართობი გადაეცა და 2018 წლიდან ბიტუმის საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

ამ დროისათვის, ინვესტიციის პირველი ეტაპი დასრულებულია, რომლის მოცულობა, დაახლოებით, 16 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამურად კი ადგილზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

,,რუსთავოილი“ პირველი საწარმოა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ბიტუმს აწარმოებს. უახლოეს პერიოდში ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება, სამომავლოდ კი ნედლეულის ექსპორტზე გატანა გახდება შესაძლებელი. ადგილზე ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებით იგეგმება ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების დანერგვა. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 32 ადგილობრივი, პროექტის დასრულების შემდეგ მათი რაოდენობა გაორმაგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები