სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები განახლდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის ფარგლებში, სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მშენებლობის სამუშაოები განახლდა.

ინფრასტრუქტურული პროცესები ადგილზე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გურასპაშვილმა და მერიის ეკონომიკის სამსახურისინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა – გიორგი პაპიაშვილმა მოინახულეს.

პროექტი ორწლიანია, თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 947 999 ლარს შეადგენს.

სოფელ მცხეთიჯვრიდან წაღვლამდე გზის მოასფალტების დასრულების შემდეგ, ხაშურის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მცხოვრებლებს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები