მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალში” კორონავირუსი 8 პირიდან არცერთს დაუდასტურდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის “ჯეო ჰოსპიტალში” დღეს 8 ტესტის პასუხი მიიღეს.
გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის „ჯეო ჰოსპიტლის“ კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ განუცხადა.
„მათი უმეტესობა – 6 ადამიანი ჩვენი კლინიკის თანამშრომელია, ხოლო ორი – მარნეუელელი პაციენტი. ყველა მათგანის ტესტირების პასუხი უარყოფითია“, – თქვა ტატა შენგელაიამ.
ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში, ჯამურად, კორონავირუსის 28 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 16 უკვე გამოჯანმრთელდა.