მარინა ეზუგბაია: “დარჩი სახლში” უნდა დარჩეს, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

“ნუ გავთამამდებით. მინდა, მოსახლეობას მივმართო, მიუხედავად აკრძალვების მოხსნისა, მაინც შეზღუდულად ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. დავიწესოთ თვითშეზღუდვები. “დარჩი სახლში” – უნდა დარჩეს, აუცილებელ შემთხვევაში დავტოვოთ სახლი.
რამდენიმე დღეა, შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები  ვთხოვდი მოსახლეობას, აუცილებელი საქმის გარდა ნუ გავალთ გარეთ. აუცილებელია, თვითშეზღუდვების გაგრძელება. ქვეყანას, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეხედოს ამ სიტუაციას გაგებით და ეცადოს, ნაკლებად მიიღოს მონაწილეობა თავყრილობებში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები