ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი
ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა.
ამის შესახებ პროვინციის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
მიწისქვეშა ბიძგები 8 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზიანებულ შენობებში მყოფი ადამიანების ევაკუირება მოახდინა, მათი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია.
იუნანის პროვინცია სეისმურად საშიშ რეგიონში მდებარეობს.
დღეს, ასევე, გახდა ცნობილი, რომ 5,3 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა იაპონიის ორ პრეფექტურაში – ფუკუსიმასა და გიფუში მოხდა, თუმცა აქ მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არც ცუნამის საფრთხე გამოცხადებულა.