დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 272 კვლევის შედეგი უარყოფითია. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცხელების კლინიკაში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამჟამად, კლინიკა ,,მედალფაში“ მკურნალობის კურსს 2 ინფიცირებული პაციენტი გადის. ჯამურად, ვირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 67-მა პაციენტმა. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში 1136 პირი იმყოფება, სივრცე 6136-მა ადამიანმა უკვე დატოვა.