დონალდ ტრამპმა რეფორმების გასატარებლად ჯანმო-ს 30-დღიანი ვადა მისცა
“ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას სრულად შეაჩერებსა და წევრობის საკითხსაც გადახედავს, თუ ორგანიზაცია 30 დღის ვადაში იმ რეფორმებს არ გაატარებს, რომელზეც აშშ-ში საუბრობენ”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ორგანიზაციის დირექტორისადმი, ტედროს ადან გებრეისუსისადმი წერილშია ნათქვამი.
თეთრი სახლის ხელმძღვანელის თქმით, მისმა ადმინისტრაციამ ორგანიზაციის მიერ პანდემიაზე წარუმატებელი რეაგირების შესახებ გამოძიება ჩაატარა.
“აღნიშნულმა შემოწმებამ ბევრი შიში დაადასტურა, რომელზეც ვსაუბრობდით ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე, სხვა ხარვეზებიც გამოავლინა, რომლებზეც ორგანიზაციას რეაგირება უნდა მოეხდინა, რაც აჩენს განცდას, რომ ორგანიზაცია ჩინეთიდან დამოუკიდებელი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო 30 დღის განმავლობაში მნიშვნელოვან რეფორმებს არ გაატარებს, ორგანიზაციის დაფინანსების დროებით შეჩერებას – მუდმივზე შევცვლით, ასევე, მასში წევრობას შევაჩერებთ. ცხადია, რომ თქვენი და თქვენი ორგანიზაციის სისტემატური შეცდომები, მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა”, – ნათქვამია ტრამპის წერილში, რომელიც Twitter-ის გვერდზე განთავსდა.
მისივე თქმით, თეთრმა სახლმა ორგანიზაციასთან რეფორმებთან დაკავშირებით დისკუსია დაიწყო, “მაგრამ საჭიროა სწრაფი მოქმედება. არ გვაქვს დასაკარგი დრო”.