„ქართულმა მხარემ, “ფრონტერას” წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიციები, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებდით იყო სიმართლე”

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, ქართულმა მხარემ, „ფრონტერას” წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო, რაც მისივე განცხადებით იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაჟღერებული პოზიციები სიმართლე იყო.
​„ჩვენი ქვეყნის ინტერესში იყო, რომ „ფრონტერას” წინააღმდეგ დავა საერთაშორისო ამ შემთხვევაში, სტოკჰოლმის არბიტრაჟში გამართულიყო, ვინაიდან ეს მაღალი სტანდარტების ლეგიტიმაციას შესძენდა გადაწყვეტილებას. ქართულმა მხარემ, ეს სასამართლო დავა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოზიციები, ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ  ვაჟღერებდით ყოფილა სიმართლე. მე ეს მახსენებს იმავე სიტუაციას, რაც რუსთავი2-ის ირგვლივ იყო, როდესაც ჩვენ  თუნდაც, ცალკეული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ბრალს გვდებდნენ რომ თითქოს კეთილსინდისიერება არ იყო ბოლომდე დასული. ყველა ასეთ ორჭოფულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ”, – აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება” – თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები