ვენეციის მახლობლად ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ვენეციის მახლობლად ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
აფეთქების შედეგად საწარმოში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი 10 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.
ადგილზე 8 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, ხანძრის ლიკვიდირება კი, ერთი საათში მოხერხდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და ფანჯრების დახურვისკენ მოუწოდა.
Corriere Della Sera წერს, ქარხანა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შიშების გამო, საპროტესტო აქციების ხშირი ეპიცენტრია. მასში საღებავების, მათეთრებლებს და გამხსნელებს აწარმოებენ.