შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ქალაქ ბოლნისსა და სოფლებში: ფარიზში, ქვეშსა და რატევანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში, ზვიად ჭუნაშვილმა ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლთან ერთად, რატევანში შიდა საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოებსაც გაეცნო.

ზვიად ჭუნაშვილი ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მშენებლობის პროცესსაც დაესწრო. ისტორიული პროექტის განხორციელებისთვის 594 986 ლარია გამოყოფილი.

ზვიად ჭუნაშვილმა და კონსტანტინე კორძაძემ, ასევე, სოფელ ფარიზში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობაც მოინახულეს. სოფელში 500 გრძივ მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასევე, 400 გრძივ მეტრზე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები