მარნეულში 500 ოჯახს, მაჟორიტარ თამაზ ნავერიანის დაფინანსებით, პროდუქტებს ურიგებენ

მარნეულის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ნავერიანის ორგანიზებითა და დაფინანსებით, 500 ოჯახს პროდუქტების პაკეტებს ურიგებენ.

სოციალურად დაუცველი ოჯახები და მოწყვლადი ჯგუფები დახმარებას დღეს მიიღებენ. 500 ოჯახს პროდუქტების პაკეტებს გამგეობის თანამშრომლები სახლში მიუტანენ. პროცესში ჩართულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია და „მარნეული მოლი“.

„კარანტინის გამოცხადებისთანავე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში ვართ ხალხის გვერდით. გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება. დღეს 500 ოჯახი მიიღებს კვების პროდუქტებს. არცერთი ოჯახი  დარჩება დახმარების გარეშე და ყურადღების მიღმა. მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ძნელ პერიოდში ჩვენი მოქალაქეების გვერდში იდგნენ“, – განაცხადა მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები