ირანში კორონავირუსის ახალი აფეთქებაა – ქვეყანაში 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში, პირველად ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის 2 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსი სულ 116 635 ადამიანს აქვს დადასტურებული.

ამასთან, კლინიკებიდან 91 836 პაციენტის გაწერილი.

ირანში უკანასკნელად დღე-ღამეში 2 ათასზე მეტი ინფიცირებულები 7 აპრილს დაფიქსირდა.

ჯაჰანპური ამბობს, რომ ახალ ინფიცირებულებს შორის 80% დაავადების სუსტი ან საშუალო სიმპტომები აღენიშნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები