თელავის სოფელ შალაურში შიდასაუბნო გზების მოწყობა განახლა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ შალაურში ორი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამურად, 1 300 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება, მოეწყობა სანიაღვრე არხები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 833 ლარით ფინანსდება.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია – “სერპანტინი,, ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები