„საქართველოს ისტორია ოლივერ და მარჯორი უორდროპების თვალით“ – დისტანციური ლექცია

15 მაისს, 12 საათზე, ონლაინლექცია – „საქართველოს ისტორია ოლივერ და მარჯორი უორდროპების თვალით“ გაიმართება.
დისტანციური ლექცია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის ფარგლებში ჩატარდება.
ფონდის გრანტიორებისთვის, პედაგოგებისთვის ისაუბრებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიის მფლობელი საქართველოს შესწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, ფილოსოფიის დოქტორი, თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის დეკანი – ნიკოლოზ ალექსიძე.
ლექცია ჩატარდება ონლაინპლატფორმის – Zoom-ის საშუალებით.
შეხვედრაზე დასასწრებად უნდა გაიხსნას ბმული:
https://us02web.zoom.us/j/6457632809?pwd=aW00Q0k1R3d5dE5ZK3dGWFhFNEJ4dz09&status=success

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები