141 წლის წინ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ დაარსდა
კულტურულ-საგანმანათლებლო ნებაყოფლობითი ორგანიზაცია – „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წლის 15 მაისს დაარსდა.
საზოგადოების პირველ სხდომაზე აირჩიეს გამგეობის წევრები: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი და რაფიელ ერისთავი, საზოგადოების თავმჯდომარე კი დიმიტრი ყიფიანი გახდა.