„უჩვეულო ფენომენი“ – ქართული კინო

15 მაისი ქართული კინოს დღეა. განათლებისა და კულტურის სამინისტრო ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
ქართული კინოს ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იწყება, როდესაც რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა და ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელოვმა პირველი დოკუმენტური ფილმები გადაიღეს. „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი, რომლის პრემიერაც 1912 წელს, ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა.
ქართული კინოს ისტორიის მანძილზე 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმია შექმნილი.
ქართულმა კინომ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თთქმის ყველა კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ვენეცია, რომი…
„ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ატირება, არც ისე ადვილია” – ფედერიკო ფელინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები