იტალიაში შრომითი მიგრანტების ლეგალიზება მოხდება

იტალიაში მომუშავე არალეგალ მიგრანტებს დროებით ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ.

საქმე ეხებათ იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ.

„ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან შედეგს და ბოლოს მივიღებთ დასაქმების შავ ბაზარს“, – განაცხადა იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯუზეპე კონტემ.

ამასთან, მიგრანტებისთვის „ჯანდაცვა ადეკვატურ დონეზე“ გარანტირებული იქნება.

ახალი კანონი უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე ჩავიდნენ, უფლებას მისცემს, მოითხოვონ ქვეყანაში 6 თვით ლეგალურად ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, გარდაიქმნას მუშაობის უფლებად.

იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალქეებმა უნდა შეძლონ, დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ.

შესაბამისი დოკუმენტების შევსება მათ პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები