ზესტაფონში სოფელ მარტოთუბნის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ზესტაფონში, სოფელ მარტოთუბანში ყვავაძეების საუბნო გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დასახლებაში პირველად ხორციელდება გზის ბეტონის საფარით მოწყობა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფლის საუბნო გზით ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით, 200 ადამიანი სარგებლობს.

მათივე ცნობით, პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 80 777 ლარია. სატენდერო ვალდებულებით, გზის აღდგენის სამუშაოებს შპს ” სანდრო” ახორციელებს.

სოფელ მარტოთუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

როგორც გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.

“მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორის ისეთი გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, სადაც მანამდე არასდროს განხორციელებულა ასეთი მასშტაბის სამუშაოები. მათ შორისაა სოფელ მარტოთუბნისყვავაძეების საუბნო გზის მონაკვეთი, რომლის დასრულების შემდეგ ადგილობრივები შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები