„კანი კედლებს მიღმა“ – ფესტივალი მაისში აღარ გაიმართება

კანის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც 2020 წლის 12-23 მაისს უნდა ჩატარებულიყო, „COVID-19“-ის პანდემიის გამო გაუქმდა. ფესტივალის ორგანიზატორები მიზნად ისახავენ შერჩეული ფილმების ჩვენებას კინოთეატრებსა და სხვადასხვა კინოფესტივალზე.
ეროვნული კინოცენტრი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს კანის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ტიერი ფრემოს ინტერვიუს, რომლის თქმითაც, ფილმების ჩამონათვალი ივნისის თვეში გახდება ცნობილი. მათი ჩვენება იგეგმება ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ბუსანისა და ლუმიერის ფესტივალებზე. ასევე, სექტემბერში იგეგმება ერთობლივი კინოჩვენებების მოწყობა ვენეციის კინოფესტივალთან თანამშრომლობით. მთელ ამ პროცესს ტიერი ფრემო ასე უწოდებს – „კანი კედლებს მიღმა“.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 22-26 ივნისს, გაიმართება ვირტუალური კინობაზრობა – Marché du Films. იგი ტრადიციულად იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები გამართავენ საქმიან შეხვედრებს და გააცნობენ კოლეგებს პროექტებს სასურველი პარტნიორების პოვნის მიზნით.
ტიერი ფრემო აღნიშნავს, რომ ონლაინფესტივალები მისაღებია იმ ფილმებისთვის, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში სანახავადაა განკუთვნილი, რაც კანის კინოფესტივალისგან ძალიან შორს დგას. ფრემო მოუწოდებს საზოგადოებასა და სახელმწიფოს, მხარი დაუჭირონ კინოინდუსტრიას.
იხ. ვრცლად:
https://www.festival-cannes.com/en/infos-communiques/info/articles/thierry-fremaux-talks-cannes-2020?fbclid=IwAR2QjaVajT2mnxAV1e1heVt9UUaouDzkAlXy9J628R_jpVgOJqksV8ZnGnE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები