დავით მათიკაშვილი: არ შეიძლება, დახმარებასა და „ნაცმოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს
“არ შეიძლება, დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.
მათიკაშვილის თქმითვე, 2020 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი “ნაციონალურ მოძრაობასა” და მათ სატელიტებს საკადრის პასუხს კიდევ ერთხელ გასცემს.
“არ შეიძლება, დახმარებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ძმაკაცების ციხიდან გამოშვებას შორის რაიმე სახის ტოლობა დაფიქსირდეს, სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი. ისინი ღიად აცხადებენ, რომ თუ ჩვენს ძმაკაცებს არ გამოუშვებენ ციხიდან, ჩვენ ყველა საშუალებას – ტყუილისა და ძალადობის კუთხით ვიხმართ იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, რასაც, რასაკვირველია, ისინი ვერ შეძლებენ.
2020 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი “ნაციონალურ მოძრაობასა” და მათ სატელიტებს კიდევ ერთხელ საკადრის პასუხს გასცემს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში რაიმე პრობლემა შექმნას. ეს ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს 500 მლნ ევროთი დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, მათ შორის, კანონის უზენაესობის კუთხით.