ქართული დოკუმენტური ფილმის – „გვირაბის“ ბერძნული პრემიერა სალონიკის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება

ვანო არსენიშვილისა და ნინო ორჯონიკიძის დოკუმენტური ფილმის „გვირაბის“ ბერძნული პრემიერა ონლაინ შედგება სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. ამის სესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
საბერძნეთის მთავრობამ კულტურის სექტორში დასაქმებული დაახლოებით 100,000 ინდივიდისთვის 35 მილიონი ევრო გამოყო. კულტურის სამინისტრომ 3 მილიონი ევრო გადასცა საბერძნეთის კინოცენტრს, 12 მილიონი ევრო კი – სალონოკის საერთაშორისო კინოფესტივალს.
სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 18-29 მაისს ონლაინ გაიმართება. შერჩეული 210 ფილმიდან 15 ფილმი არის საპრემიერო. კინოფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს 400-მდე უფასო ჩვენებას. ასევე, ჩატარდება ონლაინ მასტერკლასები.
ცნობისათის: 18 მაისიდან საბერძნეთში კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, განაახლონ მუშაობა. კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში დაწყებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება კი  1 ივნისს კინოთეატრების გახსნით დაიწყება.
საბერძნეთს აქვს კინოჩვენებისთვის განკუთვნილი ღია სივრცეები, რომლებიც შესაძლოა, 40%-ით დაიტვირთოს პირველი ივნისიდან მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვით. მიუხედავად ფინანსური რისკებისა, ადგილობრივმა დისტრიბუტორებმაც გამოაცხადეს მზადყოფნა ფილმების ღია სივრცეებში ჩვენებასთან დაკავშირებით. ქვეყნის სხვა 200 კინოთეატრის გახსნა იგეგმება აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში.
აუდიოვიზუალიზაციისა და კომუნიკაციების ეროვნულმა ცენტრმა (EKOME), რომელიც საბერძნეთში წარმართავს ადგილობრივი და საერთაშორისო ფილმების გადაღებებს, მკაცრი იზოლაციის პერიოდი გამოიყენა აპლიკაციების განახლებისთვის. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ისინი მზად არიან უმასპინძლონ უცხოელ კინომწარმოებლებს სექტემბრიდან.

წყარო: https://www.screendaily.com/news/greek-film-production-to-restart-next-week/5149721.article?fbclid=IwAR2EvNzGNpzJhfc1JDhtF2feppb_1xYPt_8Uaw3N7PPw0lq0EXSWoOCvPDw#.XruHSnQhF3s.facebook

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები