დისტანციური შეხვედრა დათო მაღრაძესთან

14 მაისს, 18:00 საათზე,  „ათონის დარბაზში“ გაიმართება დისტანციური შეხვედრა პოეტ დათო მაღრაძესთან, სახელწოდებით „თავისუფლების პოეტი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ვითარების გამო შეხვედრა წარიმართება ონლაინრეჟიმში.
როგორც საღამოს დაწყებამდე, ისე მისი მსვლელობის განმავლობაში, მსმენელს აქვს შესაძლებლობა, სასურველი კითხვები გამოაგზავნოს შეტყობინებების სახით. პოეტი შეეცდება პასუხი გასცეს ყოველ მათგანს.
კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ამ წუთიდან.
შეხვედრის ნახვა და კითხვების გაგზავნა შესაძლებელია „ათონის დარბაზის“ ფეისბუქგვერდზე: ათონის დარბაზი • Mount Athos Hall

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები