“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” – სისხლის უანგარო დონაციას ტყიბულის მერია შეუერთდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე ტყიბულის მერია შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, სოფიო ბოჭორიშვილის თქმით,  აქციაში ჩართვა მნიშვნელოვანია, რათა ქყვეყანაში სისხლის დეფიციტი არ შეიქმნას.

“დღეს პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ტყიბულის რაიონული ორგანიზაცია შეუერთდა ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას. აქციაში მონაწილეობა მიიღო მერიისა და საკრებულოს წევრებმა. საკმაოდ კარგი აქტივობა იყო, მოხარული ვარ, თუმცა მოქალაქეებს მოვუწოდებ, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ”, – განაცხადა სოფიო ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, სისხლის უანგარო დონაციის აქცია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად იმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები