WHO: კორონავირუსი, შიდსის მსგავსად, შესაძლოა, სამუდამოდ დარჩეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი შესაძლოა, ენდემიური(მუდმივი) ინფექცია გახდეს, როგორც  – სეზონური გრიპი.

ამის შესახებ ორგანიზაციის ჯანდაცვის საკითხებში საგანგებო ვითარების პროგრამის დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.

“ახალი ვირუსია. რთულია იმის პროგნოზირება, როდის შევძლებთ მის დამარცხებას. ამჟამად, მსოფლიოში ინფიცირებული მოსახლეობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია”, – აღნიშნა რაიანმა და დასძინა, რომ რთულია იმის განსაზღვრა, რა მოხდება მომავლში.

“ის შეიძლება, ენდემიური გახდეს. შეიძლება, არასდროს წავიდეს, როგორც შიდსი, რომელიც არსად წასულა. მაგრამ ის კონტროლზე გვყავს აყვანილი, გვაქვს თერაპევტული საშუალებები და ახლა ადამიანებს არც ისე ეშინიათ ამ ვირუსის. შიდსის მატარებელი ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, საკითხებს რეალისტურად შევხედოთ. არ ვიცით, რა დრო დასჭირდება, რომ ვირუსზე გავიმარჯვოთ”, – აღნიშნა სპეციალისტმა.

მისივე თქმით, ვირუსოლოგები ძალიან ფრთხილ პროგნოზსს აკეთებენ, მნიშვნელოვანია ვაქცინის შექმნა და საყოველთაო ვაქცინაცია, “მაგრამ ვაქცინა ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები