კიმ ჩენ ინი კვლავ გაუჩინარდა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ისევ გაუჩინარდა. ის პუბლიკის წინაშე უკვე მე-12 დღეა, არ გამოჩენილა, – წერს New York Post-ი.
აშშ-ის უსაფრთხების საკითხთა მრჩეველმა, რობერტ ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, კიმი ქარხნებს ხსნიდეს, მაგრამ, მისივე თქმით, მათ გავრცელებული ფოტოების ავთენტურობის დადგენა არ შეუძლიათ.
პირველად კიმ ჩენ ინი 12 აპრილის შემდეგ გაუჩინარდა, ის საკუთარი ბაბუის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც არ ესწრებოდა. მაშინ მედია აქტიურად განიხილავდა კიმის გაუჩინარების მიზეზს.
ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ კიმმა 11 აპრილს გულზე ოპერაცია გაიკეთა და თითქოს სარეაბილიტაციო კურსს გადის.
მეორე ვერსიის თანახმად, ოპერაციით გამოწვეული გართულებების შედეგად, ფხენიანის ლიდერი გარდაიცვალა.
თუმცა, 2 მაისს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ ფოტოები გაავრცელა, რომელშიც კიმი საზეიმო ვითარებაში ქარხანას ხსნის.