თამარ გაბუნია: ტესტების შეძენისას ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ტესტების შეძენისას სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობს.

მისივე თქმით, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ტესტი იყოს რეგისტრირებული ქვეყანაში.

“ტესტების შეძენისას სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ტესტი იყოს რეგისტრირებული ქვეყანაში. რეგისტრაცია არის, გარკვეულწილად, ფილტრი, რათა ჩვენ ვიცოდეთ მწარმოებელი, ვიცოდეთ ქვეყანა, ვიცოდეთ, ასევე, რაიმე, აქამდე ისტორიულად ხარვეზი ხომ არ აღინიშნებოდა ტესტის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მსოფლიო ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შესყიდვაში, გამოსცემენ გარკვეულწილად სარეკომენდაციო, ანუ სანდო მიმწოდებლების ნუსხას. ეს არის ჩვენთვის ვერიფიკაციის წყარო, რომ ვიცოდეთ, ტესტი მაღალი ალბათობით იქნება სარწმუნო. რა თქმა უნდა, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ წინასწარ ყველა შესასყიდი ტესტის ვალიდაცია გავაკეთოთ. არც შესყიდვის პროცედურაში  არის ამგვარი მოთხოვნა და ტექნიკურადაც ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები ყოველთვის არის და ისედაც ანტისხეულების ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიკურობა, როგორც მოგეხსენებათ, არცერთის  არის 100 პროცენტი, ამ ტესტებს ყველას აქვს თავისი მახასიათებელი. ამდენად, დღეს პროცედურა, ძირითადად, ემყარება სარწმუნო წყაროების ვერიფიკაციას და იმას, არის თუ არა ქვეყანაში რეგისტრირებული კონკრეტული ტესტი დადგენილი წესით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები