“რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ახლა ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი მიმდინარეობს”

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მოხდება, რომელშიც ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად კიდევ 6 კლინიკაა ჩართული.

მისივე თქმით, პრეპარატი მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვისაა რეკომენდებული.

„რემდესივირის“ გამოყენება ქვეყანაში მოხდება სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, რომლის ფორმალიზაციის პროცედურები დასრულდა და ახლა მიმდინარეობს ტრენინგის დაგეგმვის ეტაპი. 6 კლინიკაა ინფექციური საავადმყოფოს გარდა, რომელიც იქნება ამ შემთხვევაში მთავარი მკვლევარი. ეს არის ის კლინიკები, რომლებიც აქამდე მართავენ კოვიდპაციენტებს. რამდენი პრეპარატი ჩამოვა ქვეყანაში, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი პაციენტი გვეყოლება ისეთი, რომელიც დააკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმს. ამ შემთხვევაში, „რემდესივირი“ რეკომენდებულია მხოლოდ მძიმე პაციენტებისთვის, რომლებსაც უტარდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა. ჩვენი მოლოდინით, ასეთი პაციენტი ბევრი არ უნდა იყოს და პროტოკოლის მიხედვით მოხდება მათი ჩართვა”, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები