აშშ-ის საელჩო: მადლობას ვუხდით მოხალისეებს, რომლებიც საკუთარ დროს საქართველოს მიერ COVID-19-ის საპასუხო ქმედებების მხარდაჭერას უთმობენ
“მადლობას ვუხდით მოხალისეებს, რომლებიც საკუთარ დროს საქართველოს მიერ COVID-19-ის საპასუხო ქმედებების მხარდაჭერას უთმობენ”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დღეს მადლობას ვუხდით მოხალისეებს, რომლებიც საკუთარ დროს საქართველოს მიერ COVID-19-ის საპასუხო ქმედებების მხარდაჭერას უთმობენ. ზოგი ხანდაზმულ მეზობლებს აქცევს ყურადღებას ან მარტო მცხოვრებ ადამიანებს, ზოგი არიგებს საკვებს, მედიკამენტებსა და სხვა საჭირო ნივთებს, ზოგიც საკუთარ ცოდნასა და ნიჭს იყენებს სხვებისთვის განწყობის ასამაღლებლად. მსგავსი ძალისხმევით საქართველო საზოგადოებრივი ერთიანობის ძლიერ სულისკვეთებას ინარჩუნებს და სწორედ ამ სულისკვეთებით გადავლახავთ ამ გამოწვევას. ყველა მოხალისეს დიდ მადლობას გიხდით”, – ნათქვამია განცხადებაში.