სოფელ ვარიანში ვარიანი-არაშენდას გზის რეაბილიტაცია დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ვარიანი-არაშენდას გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი გორის მუნიციპლიტეტის მერმა – კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა გაეცნო.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
“გზის კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან – სოფელ არაშენდასკენ მიემართება, არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. პროექტის ფარგლებში, მოასფალტდა არა მარტო საავტომობილო გზა, ასევე, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები. ვარიანი-არაშენდის გზის რეაბილიტაციას 670 440 ლარი მოხმარდა”, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.