აშშ-მა რუსული წარმოების, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები მოხმარებიდან ამოიღო

ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკის შტატების ხელმძღვანელობამ რუსული წარმოების, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების – Авента-М-ის გამოყენებაზე უარი თქვა და ისინი აშშ-ის საგანგებო მდგომარეობის სააგენტოში დააბრუნეს.

ამის შესახებ სააგენტოს პრესმდივანმა, ჯანეტ მონტეზიმ განაცხადა.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ აპარატები მოსკოვისა და სანქ პეტერბურგის საავადმყოფოებში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდა, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

მონტეზის თქმით, რუსული, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები აშშ-ის კლინიკებში არ გამოიყენებოდა, არამედ ვითარების გაუარესების შემთხვევისთვის რეზერვში ჰქონდათ.

აპარატები Авента-М აშშ-ის აპრილის დასაწყისში, კრემლის მტკიცებით, ჰუმანიტარული დახმარების სახით მიაწოდეს. თუმცა, მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აპარატები რუსეთისგან შეძენილი იყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეს ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ტვირთი არასაბაზრო ფასებით იყო მიწოდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები