პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხაში დააკავა

პოლიციამ ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 9-დან 15 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები