თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ გაიმართება

15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს სტუდენტთა მე-13 სამეცნიერო კონფერენცია. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია დაფუძნებულია 2008 წელს და წელს პირველად ტარდება ონლაინრეჟიმში მსოფლიოში არსებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო.
კონფერენციის ორგანიზატორია: ნატო გენგიური, პროფესორი, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.
სტუდენტების მოხსენებების სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან: მაია კიკნაძე, თამარ ცაგარელი, ნაირა გალახვარიძე, დოდო ჭუმბურიძე.
სექციების ხელმძღვანელები: მაკა ვასაძე, მარინა ხარატიშვილი, მალხაზ ღვინჯილია, ზურაბ ზანგურაშვილი.
დისტანციურ კონფერენციაზე დასასწრებად, რომელიც Google Hangouts Meet-ის საშუალებით გაიმართება, აუცილებელია gmail-ის ქონა.
2020 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია / გახსნა – I-II სექცია/ 12:00სთ – დასწრების  ბმული:
https://meet.google.com/qvj-mqgn-vnx

2020 წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია – III-IV 12:15სთ – დასწრების ბმული:
https://meet.google.com/fof-rvgk-ibb

კონფერენციის პროგრამა განთავსებულია ბმულზე:
http://www.tafu.edu.ge/files/pdf/conf/XII_conf_programa_2020.pdf

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები