„ლიტერატურაზე უნდა დაგელაპარაკო“ – გიორგი კეკელიძე

სულაკაურის გამომცემლობა პირდაპირი ჩართვების სერიას აგრძელებს. ამჯერად ყურადღების ცენტრში მოექცა ბესო სოლომანაშვილის რომანი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“. მასზე 13 მაისს, 19:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ისაუბრებს.
ბესო სოლომანაშვილის რომანი „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, რომელსაც ავტორი „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს, მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.
წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი შეძენა შესაძლებელია სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდზე: https://bit.ly/3fCCG7I

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები