„თანამედროვე ხელოვნების რუკა” – კონკურსი ცხადდება

ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს – „თანამედროვე ხელოვნების რუკა”.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, კონკურსის მიზანია:
სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის 1-2 საათიანი პროგრამის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ინტერაქტიულ ფორმატში გაეცნონ თანამედროვე ხელოვნების სფეროს.
პროგრამა იძლევა საშუალებას, გაიზარდოს ინფორმაციის დონე თანამედროვე ხელოვნების შესახებ, იმ სამიზნე ჯგუფებში, სადაც ამ თემაზე დღეს ზედაპირული ინფორმაციაა მხოლოდ სარეკლამო და ინფორმაციული წყაროებიდან.
ეს პროგრამა საშუალებას აძლევს მონაწილეებს გაეცნონ თანამედროვე ქართველ და უცხოელ ხელოვანებს, მათ შემოქმედებას, ტენდენციებს. რუკა პირობითია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქართველ ხელოვანებს, კურატორებს, საგანმანათლებლო სფეროს მენეჯერებს, ინიციატორებს.
დაწვრილებით კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულია ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე:
http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=99&info_id=15764&fbclid=IwAR1NtlkIUzCJIJBc__CmXp7Z70N1LIRvLVTbN7GHOvVGG2k3jxvjfsezLC8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები