ირაკლი სესიაშვილი: ის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, არის ფაქტი

“ის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ,  არის ფაქტი და იმ პირებს, რომლებსაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ, მათ უკან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა თანხმდება, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს.

“ის, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, არის ფაქტი და იმ პირებს, რომლებსაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ, მათ უკან დგას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და თუ ვინმეს, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქვს ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებით, ჩვენი სახელმწიფო მზად არის, ამის შესახებ ინფორმაცია დეტალურად გააცნოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის პირდაპირ მცდელობა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას, როგორც იყენებდნენ მართლმსაჯულებასა და სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იმავეს გვთხოვენ ჩვენ. ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ ვთანხმდებით საარჩევნო სისტემასთან მიმართებით და ეს არის ხელმოწერილი. ასევე, ამ ხელშეკრულებაში არის ხელმოწერილი და დადასტურებული, რომ ყველა ვთანხმდებით,  არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები