„დადიანთა განძი – სამეგრელოს ჯვარ-ხატების წარწერები“

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ახალი გამოცემის შესახებ წერს ფეისბუქგვერდზე.
„მიუხედავად პანდემიისა, ხელოვნების სასახლეში სამეცნიერო საქმიანობა არ გაჩერებულა. მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს ხელოვნების სასახლის, ზუგდიდის დადიანების სასახლეების და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი: სულ მალე დაიბეჭდება და ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდება 200-გვერდიანი ფერადი, ორენოვანი ნაშრომი: „დადიანთა განძი – სამეგრელოს ჯვარ-ხატების წარწერები“.
კატალოგში შესულია 100-ზე მეტი უნიკალური წარწერა (ბევრი მათგანი სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოდის). უმაღლესი ხარისხის, მათ შორის სპეციალური ლინზებით გადაღებული ფოტოები, პალეოგრაფიული ალბომი და რაც მთავარია, სამეგრელოს საგანძურის საოცარი თავგადასავალი.
წიგნის ავტორია დადიანების სასახლის დირექტორი: ლილი ბერაია, რედაქტორი – გიორგი კალანდია, სამეცნიერო კონსულტანტები – მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იზოლდა მელიქიშვილი და სდასუ-ს პროფესურა; დიზაინი და მხატვრული კონცეფცია: ირაკლი ზამბახიძე. წიგნი ვერ იქნებოდა, რომ არა “რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი” და პირადად ორი შესანიშნავი ადამიანი: ზვიად გაბისონია და ჯაბა სამუშია.
ასევე დიდი მადლობა სდასუ-ს რექტორს, პროფესორ თემურ ქორიძეს.
წიგნი დაუვიწყარ სამყაროში გამოგზაურებთ აქ ნახავთ: ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ჯვარს, თამარის დედის დედოფალ ბურდუხანის ხატს, ლევან დადიანის ძვირფას შეწირულობებს და ეკატერინე ჭავჭავაძის გემოვნებით შესრულებულ იუველირულ ნამუშევრებს. წიგნზე მუშაობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და საილუსტრაციოდ ამ კრებულის ულამაზეს გვერდებს გიზიარებთ“, – წერს გიორგი კალანდია.
ფოტოგალერეის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.facebook.com/jabraili.sasaxlidan/media_set?set=a.3285114808173734&type=3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები