„განდაგანა“ – აჭარელი გოგონას ცეკვა

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2016 წელს აჭარაში, შუახევის კომპლექსური ექსპედიციის მუშაობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე ასახულია სოფელ ფურტიოს მკვიდრი შუშანა მიქელაძე შვილთაშვილთან – 5 წლის ნინი მიქელაძესთან და თანასოფლელ არონ დიასამიძესთან ერთად.
ნინი ცეკვავს არონის მიერ დაკრულ „განდაგანაზე“, ბებია კი მასთან ერთად ცდილობს, შეასრულოს ცეკვის ილეთები.
ექსპედიციის შესახებ ბმული იხილეთ: shorturl.at/jqBMW

ვიდეოში შუახევის სხვადასხვა სოფელში ჩაწერილი მასალებია წარმოდგენილი.

ფოტოს ავტორი: გივი ნახუცრიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები