„დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი” – მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალი

საქართველოს კინოაკადემია,  15 მაისის ჩათვლით, მსურველს მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტფესტივალში – „დიოგენე 2020″-ში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ფესტივალის დევიზია – „დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი”- „Stay Home and Make a Movie at Home“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს, გამოავლინოს საკუთარი ნიჭი და პოტენციალი და იზოლაციის პირობებში შექმნას საინტერესო ნამუშევრები.

კონკურსის პირობები:

ფილმების გადაღება შესაძლებელია ნებისმიერი ციფრული ვიდეოსაშუალებით; ფილმის ხანგრძლივობა – 0.30 წამიდან – 10.00 წუთამდე;
ერთ ავტორს შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი ჟანრის არაუმეტეს ორი ფილმი; თემა თავისუფალი (გარდა ძალადობისა, ტერორიზმისა, რელიგიური და ეთნიკური შეუწყნარებლობისა);
წარმოდგენილ ფილმებს თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია შემქნელი(ებ)ს შესახებ (გვარი სახელი, საკონტაქტო და 2 ფოტოკადრი საკონკურსო ფილმიდან);
ფილმი უნდა იყოს გადაღებული 2020 წელს და არ უნდა იყოს გავრცელებული ინტერნეტში ან სატელევიზიო ეთერში;
ფილმებს უნდა ერთვოდეს ინგლისური სუბტიტრები, უნდა ჩანდეს გამოსახულება და ისმოდეს ხმა;
ინფორმაცია ავტორების შესახებ და ფილმის ბმული 15 მაისამდე უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: shmmh2020@gmail.com.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება;
გამარჯვებულ ფილმებს კომპეტენტური კომისია გამოავლენს; საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება ჟანრების მიხედვით – მხატვრული, დოკუმენტური, მუსიკალური, ვიდეო არტი, ანიმაცია, ექსპერიმენტული. გამარჯვებულ ავტორებს დიპლომები და წამახალისებელი პრიზები გადაეცემა.
კონკურსი „დარჩი სახლში და გადაიღე ფილმი” – „Stay Home and Make a Movie at Home“ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ინტერნეტფესტივალის „დიოგენე 2020” ფარგლებში იმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კინოაკადემია, საქართველოს კულტურის პალატა, TV „იმედი“.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ და სააპლიკაციო განაცხადი იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/geofa.org.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები