ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს ქვეყნებს, რომლებიც საკარანტინე ზომებს ასუსტებენ

“კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია საკარანტინე ზომების ნელი და სტაბილური მოხსნა”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა კომპლექსური და რთული საკითხია, მაგრამ, მზარდი შემთხვევების საპასუხოდ, სამხრეთ კორეას, გერმანიასა და ჩინეთს შესაბამისი სისტემები აქვთ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების მოსახსნელად ქვეყნები უნდა დარწმუნდნენ, რომ ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ისინი მზარდ შემთხვევებთან გამკლავებას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები