შუახევის მერი სოფელ დაბაძველში ბეტონის საფარის მოწყობით სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე, ინფრასტრუქტურული ღონისძიების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად, სოფელ დაბაძველში ბეტონის საფარის მოწყობით სამუშაოებს გაეცნო.

როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, ბეტონის საფარი შიდა სასოფლო გზის 200 მ პრობლემურ მონაკვეთებზე მოეწყობა, რისთვისაც 14 382 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს შპს “ნაციმციმელი” ასრულებდა.

“მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტი, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს”,- -აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები