“ერთად უფრო ძლიერები ვართ” – „არემჯი“ და შეფი კონსტანტინე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის მხარდასაჭერად
კომპანია „არემჯი“ და შეფი კონსტანტინე ერთობლივპროექტს იწყებენ COVID19-ის წინააღმდეგ მებრძოლი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისა და პერსონალის გასამხნევებლად და მათთვის მადლიერების გამოსახატად.
„არემჯის“ მხარდაჭერით, შეფმა კონსტანტინემ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებისთვის განსაკუთრებული სადილი მოამზადა და კლინიკაში ექიმებს მადლიერებისა და თანადგომის გამოსახატად ეწვია.
“ჩვენ უხილავ მტერთან ომში ვართ და ჩვენი ვალია, იმ რესურსებით, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს, ერთმანეთს გვერში დავუდგეთ. ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. დღეს ჩემი რესურსი ჩემი შიშველი ხელები და ჩემ მიერ ექიმებისათვის სიყვარულითა და მადლიერებით მომზადებული კერძებია. „არემჯის“ მხარდაჭერით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას მომავალ კვირასაც ვეწვევით. სწორედ ამით შემიძლია, გავამხნევო და ვასიამოვნო ჩვენი ექიმები, რომლებიც იბრძვიან პანდემიის დასამარცხებლად”, – განაცხადა შეფმზარეულმა, კონსტანტინე თედელურმა.
“არემჯის” კორპორაციული დირექტორის, კახაბერ მჭედლიშვილის თქმით, შეფი კონსტანტინეს თანადგომის პროექტი არის ძალიან დროული და ამით შევძლებთ ექიმების გამხნევებას.
„კომპანია “არემჯი”, ტრადიციულად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩართულია სხვადასხვა სახის პროექტში. 2 თვეზე მეტია, თვალს ვადევნებთ ჩვენი გმირი ექიმების წარმატებულ ბრძოლას პანდემიასთან. მათ 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა, მოწყვეტილები არიან საკუთარ ოჯახებს, მეგობრებს, ვერ ისვენებენდა განტვირთვის საშუალება არ აქვთ. ვფიქრობ, რომ შეფი კონსტანტინეს თანადგომის პროექტი არის ძალიან დროული და ამით ჩვენ შევძლებთ ექიმების გამხნევებას. რადგან თავად ვერ ახერხებენ კაფეებსა და რესტორნებში მისვლას, ცნობილმა შეფმზარეულმა პირადად მათთვის მოამზადა გემრიელ კერძები და ვესტუმრეთ კლინიკას, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ექიმებს ჩვენი პატივისცემა და მადლობა გადავუხადოთ თითოელი გადარჩენილი სიცოცხლისათვის“, – განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა.