გიორგი გახარია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით – „ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და მისი შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს“

ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომელზეც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პროპორციულ ან პროპორციულთან მიახლოებულ სისტემას, რომლის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და მისი შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვერც წარმომიდგენია და ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს მხარეები შეთანხმდნენ, იმდენად მნიშვნელოვანი, ხარისხობრივი და სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე ფორმით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება აბსოლუტურად მიუღებელია.
„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში და ეს არის ქართული დემოკრატიის მიღწევა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა, როგორც ფასილიტატორებმა, პირდაპირი მონაწილეობა მიიღეს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები