ჩხოროწყუში გაჭირვებული მოსახლეობისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება გრძელდება (ვიდეო)

საქართველოში  შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის წევრის – ჯუმბერ იზორიას ინიციატივით შექმნილი ფონდი, გაჭირვებული მოქალაქეებისთვის სასურსათის დარიგებას განაგრძობს.

“ამ ეტაპისთვის, დავეხმარეთ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, დაგეგმილი გვაქვს დამატებით 500-ზე მეტი ოჯახის მხარდაჭერა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს, ბიზნესმენს მადლობა გადავუხადო, რომ გვერდში დაგვიდგნენ და გარკვეული თანხა შემოგვწირეს. ასევე, დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა მოხალისეებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმშიც კი მუშაობდნენ, როცა ამის გადაუდებელი საჭიროება იყო“, – განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯუმბერ იზორიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრი – ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუ – წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგა გულორდავა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი – დათო გოგუა, შეჭირვებულ ოჯახებს, სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ომის ვეტერანებს და მარტოხელა ხანდაზმულების საჭიროებებს ადგილზე ეცნობიან და სასურსათო პროდუქტი, მოხალისეებთან ერთად, სახლებში მიაქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები