სოფელ ნიგვზიანში მეზობელმა მეზობელი მოკლა

მკვლელობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნიგვზიანში მეზობელმა მეზობელი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები