თერჯოლაში მცხოვრებ ვეტერანებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – ნინო ჯანელიძე ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს ოჯახებში ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და გმირობისთვის მადლობა გადაუხადეს.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

“მეორე მსოფლიო ომში თერჯოლიდან 3 533 ადამიანი გაიწვიეს, 2325 დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ხოლო შინ დაბრუნებული 1 208 მებრძოლიდან დღეს თერჯოლაში ოთხი ვეტერანი ცხოვრობს: დიმიტრი აბესაძე (ქ. თერჯოლა), ნიკოლოზ ხუჯაძე (გოდოგანი), შალვა ელიავა (ჭოგნარი) და ნიკოლოზ გვენეტაძე (ზედა სიმონეთი). ყველა მათგანს პირად ანგარიშზე 1000 ლარი ჩაერიცხა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები